ტეილორ სვიფტის კონცერტმა სიეტლში სეისმური აქტივობა გამოიწვია

SEATTLE, WASHINGTON - JULY 22: EDITORIAL USE ONLY Taylor Swift performs onstage during the Taylor Swift | The Eras Tour at Lumen Field on July 22, 2023 in Seattle, Washington. (Photo by Mat Hayward/TAS23/Getty Images for TAS Rights Management)

ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემელთა არმიამ, სიეტლში გამართული კონცერტის დროს სეისმური აქტივობა გამოიწვია.

სეისმოლოგ ჯეკი კაპლან-აუერბახის თქმით, სეისმომეტრმა სიმღერა Shake It Off-ზე ცეკვისას 2,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტი დააფიქსირა.

ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, სიეტლში, 22 და 24 ივლისს, „Eras“ ტურნეს ფარგლებში გამოდიოდა.

ცეკვისას ფანების აქტივობამ 2011 წლის Beast Quake-ის რეკორდი მოხსნა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებმა შთამბეჭდავი დარტყმის საპასუხოდ დაამყარეს.

აღსანიშნავია, რომ ტეილორ სვიფტის კონცერტს სიეტლის „ლუმენ ფილდზე“, დაახლოებით, 70 000-მდე მაყურებელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები