რუსებმა დნიპროზე საჰაერო იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ RBC-უკრაინა სახალხო მოადგილე სერგი ბაკუმოვზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც ბაკუმოვი აცხადებს, იერიშის დროს რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა.
„დნიპრო. ტერორისტულმა სახელმწიფომ სარაკეტო თავდასხმა საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსზე დაიწყო“, – წერს ბაკუმოვი „ტელეგრამზე“.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მიმდინარეობს ხალხის გადარჩენისა და შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები.