„კონსტიტუცია არ კრძალავს“ – სტეფანჩუკმა ომის დროს არჩევნების საკითხის განხილვა გამოაცხადა

უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარების საკითხი მალე აქტუალური იქნება. კონსტიტუცია არ კრძალავს ასეთ შესაძლებლობას, – ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

„კონსტიტუციაში ასეთი აკრძალვა არ არსებობს. ასეთ აკრძალვას შეიცავს უკრაინის კანონი „საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“. შესაბამისად, არ არსებობს კონსტიტუციური აკრძალვა საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებაზე“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

მისი თქმით, პარლამენტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა და მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა მოხდეს „დემოკრატიის გაყინვა“.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ბ-ნი კოქსი და სხვა კოლეგები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ძალისხმევა ამის განსახორციელებლად. ამიტომ ეს საკითხი შეიძლება იყოს განხილვის საგანი“, – აღნიშნა სტეფანჩუკმა.

მისივე თქმით, ომის დროს არჩევნების საკითხში აუცილებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფენ სახელმწიფოში სტაბილურობას, ხოლო მეორე მხრივ, გააგრძელებენ „დემოკრატიის ნაკადს, რისთვისაც უკრაინა იბრძვის“.

უმაღლესი რადას ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია უახლოეს მომავალში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები