უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, ახლა უკრაინას სარაკეტო საფრთხე ემუქრება, რადგან ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში სავასლეიკას აეროდრომიდან MiG-31 გამანადგურებლის აფრენა დაფიქსირდა.
აღნიშნულ თვითმფრინავს „კინჯალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტების ტარება შეუძლია.
განგაში ყველა რაიონში დაახლოებით 20:50 საათზე გავრცელდა.