რუსეთი უკრაინას ტაგანროგზე თავდასხმაში ადანაშაულებს – მოგერიებულია კიდევ ერთი რაკეტა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინამ როსტოვის ოლქის ქალაქი ტაგანროგი S-200 ტიპის რაკეტით დაბომბა.

​თუმცა, მათი თქმით, ქალაქის ცენტრში მხოლოდ რაკეტის ფრაგმენტი ჩამოვარდა, რადგან ქვეყნის საჰაერო ძალებმა მისი მოგერიება შეძლეს.

ამავე დროს აღინიშნება, რომ მოგერიებულია  მეორე რაკეტა.

ტაგანროგში ინციდენტი, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. ამ დროისთვის ცნობილია 15 დაშავებულის შესახებ.

მომხდარსა და ბრალდებებთან დაკავშირებით უკრაინაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები