კუიბიშევის ნავთობმომპოვებელი ქარხანა ააფეთქეს
სამარაში კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ვერსიით, ამუშავდა ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ამის შესახებ ტელეგრამში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა დაწერა.
მისი თქმით, მომხდარს სერიოზული ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ტაგანროგის ცენტრში რაკეტა აფეთქდა.
მომხდარის შედეგად 15 ადამიანია დაშავებული, მათგან 7-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.