ტაგანროგის ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები(ფოტო,ვიდეო)

როსტოვის ოლქში, ქალაქ ტაგანროგის ცენტრში, ხელოვნების მუზეუმთან ახლოს აფეთქება მოხდა.

მომხდარის შედეგად, 15 ადამიანია დაშავებული.

როსტოვის ოლქის გუბერნატორი, ვასილი გოლუბევი ვარაუდობს, რომ აფეთქების მიზეზი რაკეტა გახდა.

15 პირს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული მინის ნამსხვრევებისგან.

აფეთქების შედეგად, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსი, ახლოს მდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები