რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი 70-ზე მეტი ქართველი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა “ქართული ეროვნული ლეგიონის” 70-ზე მეტ მებრძოლს და მათ ხელმძღვანელს, მამუკა მამულაშვილს, უკრაინის მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრა.
ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ტელეგრამის არხზე გავრცელდა.
უწყების ცნობით, უკრაინის მხარეზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, “სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დაეკისრა საქართველოს მოქალაქე უშანგი მამულაშვილს, რომელიც მამუკა მამულაშვილის სახელით არის ცნობილი”.