“რუსეთი მზად არის, აფრიკაში სამხედროები მოამზადოს” – პუტინი
რუსეთი აფრიკის ქვეყნებს კონტინენტზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში დახმარებას სთავაზობს, ასევე, მზად არის სამხედროების მომზადებისა და სამართალდამცავ საკითხებში გამოცდილების გავლისთვის.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთ-აფრიკის მეორე სამიტზე გამოსვლისას თქვა.
პუტინმა აღნიშნა, რომ კონტინენტის განვითარებას აფერხებს ტერორიზმი, ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელება, ტრანსნაციონალური დანაშაული და მეკობრეობა.
„რუსეთი დახმარებას ამ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაშიც გთავაზობთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ მჭიდრო თანამშრომლობით რუსეთის ფედერაციისა და აფრიკის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს, სტრუქტურებსა და სპეცსამსახურებს შორის. ჩვენ გვაქვს მზაობა, გავაგრძელოთ აფრიკის სამხედრო პერსონალისა და სამართალდამცავი ოფიცრების მომზადება რუსეთის სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – განაცხადა პუტინმა.
ასევე, მისი თქმით, აფრიკის კონტინენტი ძალაუფლების ახალ ცენტრად იქცევა და ყველას მოუწევს ამ ობიექტურ რეალობასთან შეგუება.
„ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ თვალწინ აფრიკის კონტინენტი ძალაუფლების ახალ ცენტრად იქცევა, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური როლი გეომეტრიულად იზრდება და ყველას მოუწევს ამ ობიექტური რეალობის გათვალისწინება“, – განაცხადა პუტინმა.