ჯო ბაიდენი შვილს, ჰანტერ ბაიდენს არ შეიწყალებს

თეთრი სახლის განცხადებით, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ვაჟი, ჰანთერ ბაიდენი შეიწყალოს.

შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმათქვა, “არა”.

ჰანტერ ბაიდენი ბრალდებულია 2017-2018 წლებში 1.5 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალზე დაწესებული გადასახადების გადაუხდელობაში.

ჰანთერ ბაიდენის პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ მოულოდნელად ჩაშალა. ჰანთერ ბაიდენი პროკურორებს სთავაზობდა დანაშაულის აღიარებას საგადასახადო ბრალდებებში, თუმცა, უარს ამბობდა იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.

მედიის ცნობით, ჰანთერ ბაიდენის სამართლებრივი პრობლემები ხელს შეუშლის ჯო ბაიდენს 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები