“უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ ამოქმედდება” – სოფო ჯაფარიძე

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება.

„მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოქალაქეებთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში. გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და გიპასუხებთ. „საზოგადოებრივ მისაღებში“ მოსვლა ყველას შეეძლება. ოფისი რამდენიმე დღეში იქნება მზად“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები