ჰერმან საბო: „კოკა-კოლას“ შიდა საქმეა ის, რომ საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ ხვდება რუსეთის ბაზარზე, არ მგონია, რომ ამაში მთავრობა უნდა ჩაერიოს
“გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან საბოს განცხადებით, ის, რომ საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ რუსეთის ბაზარზე ხვდება, კომპანიის შიდა საქმეა და ამაში მთავრობა არ უნდა ჩაერიოს.
„არ მგონია, რომ ამაში მთავრობა უნდა ჩაერიოს. თუ რაიმე პროდუქცია არის დასანქცირებული, ის მთავრობის საქმეა და ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ დანარჩენი სამყაროსთვის არ გამოვჩნდეთ, როგორც შავი ხვრელი, ორმაგი დანიშნულებისთვის, თუ სამხედრო ტვირთისთვის. ამის იქით ეს უკვე „კოკა-კოლას“ შიდა საქმეა ის, რომ საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ ხვდება რუსეთის ბაზარზე“, – განაცხადა საბომ.
ინფორმაციისთვის, “კოკა/კოლა” რუსეთში იყიდება. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ „კოკა-კოლას“ ორიგინალური პროდუქცია რუსულ ბაზარზე საქართველოდანაც ხვდება. გაყიდვებიდან მიღებული მოგების გადასახადი კი, რუსეთის ბიუჯეტში შედის.