გია ვოლსკი: ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩინეთიდან, აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩინეთიდან, აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია.

ამ განცხადებით, გია ვოლსკი ჩინეთის რესპუბლიკაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჩინეთი სერიოზული პარტნიორია, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებისთვის და ეს პარტნიორობა არ შეჩერებულა.

„ვექტორი, რომელიც ჩინეთს აქვს, მხოლოდ კავკასიისა და აზიის რეგიონებს არ ითვალისწინებს. მისი ამოცანაა ურთიერთობები დასავლეთის ბაზრებთან. ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, რომელიც აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, რასაკვირველია, საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია. ხელმოწერილი ხელშეკრულებები კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა საგანგებო მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები