ზიმბაბვეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას რუსული უფასო მარცვლეული არ სჭირდება
ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უზრუნველყოფილია საკვებით, მაგრამ მადლიერია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზების გამო.
ამის შესახებ მან სანკტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის სამიტზე განაცხადა, – იტყობინება Reuters-ი.
”ჩვენ მადლიერნი ვართ, მაგრამ მარცვლეულის დეფიციტი არ გვაქვს. ჩვენ უზრუნველყოფილი ვართ საკვებით, პუტინი უბრალოდ დაამატებს იმას, რაც უკვე გვაქვს,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მანამდე, სამიტზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, 50 000 ტონამდე მარცვლეული უსასყიდლოდ მიაწოდოს ზიმბაბვეს, ბურკინა ფასოს, მალის, სომალს, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკას და ერითრეას მომდევნო სამიდან ოთხ თვეში.