კიმ ჩენ ინმა და შოიგუმ თავდაცვის სფეროში ტაქტიკურ-სტრატეგიული თანამშრომლობა და დახმარება განიხილეს
რუსეთის დელეგაციამ თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულა.
მანამდე, შოიგუმ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ტაქტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო (KCNA) ავრცელებს.
„ამხანაგმა კიმ ჩენ ინმა გააჟღერა ჩვენი პარტიისა და მთავრობის შეფასება და პრინციპული პოზიცია კორეის ნახევარკუნძულზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამხედრო-პოლიტიკური ვითარების სწრაფად ცვალებადობასთან დაკავშირებით. მან გაცვალა მრავალი მოსაზრება სერგეი შოიგუსთან. საუბრის დროს ღრმად იყო განხილული რიგი საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ტაქტიკურ-სტრატეგიული დახმარებისა და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას შეეხებოდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.