მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერმინისტრის ვიზიტი ჩინეთში არის მნიშვნელოვანი მოვლენა, მიზანი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა
პრემიერმინისტრის ვიზიტი ჩინეთში არის მნიშვნელოვანი მოვლენა. ვიზიტის მიზანი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
“ჩინეთი თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი აქტორია და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობები, განსაკუთრებით ეკონომიკურ ჭრილში. სწორედ აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში არის მნიშვნელოვანი მოვლენა. ვიზიტის მიზანი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ინფორმაციისთვის საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთში იმყოფება.