პოლონეთის არმია თითქმის ორჯერ გაიზრდება

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის არმიაში სამხედრო ნაწილები აღდგება და შეიქმნება ახლები, რომ მისი შემადგენლობა თითქმის გაორმაგდეს.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა ბელარუსის საზღვართან მდებარე ქალაქ კოდენში ვიზიტისას თქვა, – იტყობინება Polskie Radio.

მისი თქმით, სამი დივიზიისგან შემდგარ არმიას ექვსი ეყოლება, მომავალში კი შესაძლოა, დამატებითი დივიზიაც გაჩნდეს.

“სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უსაფრთხოების დაცვა. უსაფრთხოება ყველა განზომილებაში”, – განაცხადა კაჩინსკიმ.

მან დასძინა, რომ ხელისუფლება ბელარუსთან საზღვარს ამაგრებს, კერძოდ, აგებს ღობეებს და ამონტაჟებს „ყველა სახის ელექტრონულ მოწყობილობას“ საზღვრის დასაცავად.

ერთი დღით ადრე, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთის არმიას 18-წლიანი პაუზის შემდეგ სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფი უბრუნდება.

მანამდე, მინისტრი ამბობდა, რომ პოლონეთი გამნაღმველთა ბატალიონს შექმნის და მას ქალაქ ავგუსტოვში, ბელარუსის საზღვართან განალაგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები