Politico: უკრაინამ პირველი Abrams-ები შესაძლოა, სექტემბერში მიიღოს
უკრაინამ Abrams-ის ტიპის ტანკები შესაძლოა, უკვე სექტემბერში მიიღოს.
ამის შესახებ Politico ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
მოსალოდნელია, რომ პირველი პარტია 6-დან 8 ტანკს შეიცავდეს. ჯამურად, კი, ვაშინგტონი კიევს 31 “ამრამს” ჰპირდება, რაც ერთ უკრაინულ სატანკო ბატალიონს უდრის.
Politico-ს ცნობით, ტანკების გაგზავნის შეფერხება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის, უკრაინელი ტანკისტების მომზადებაა და “აბრამსების” უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებთან ადაპტირებაა.
გამოცემის ცნობით, “აბრამსით” საომარი მოქმედებების დაწყებამდე, უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 10-კვირიანი კურსი გერმანიის გრაფენვოჰრის სამხედრო ბაზაზე უნდა გაიარონ, რომელიც აგვისტოში უნდა დასრულდეს.
სავარაუდოა, რომ უკრაინა მიიღებს M1A1 ტანკების უფრო ძველ მოდიფიკაციას და არა A2-ს, რომლის მიწოდებას ერთი წელი დასჭირდებოდა.
როგორც Politico-ს ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, ამ მოდიფიკაციის პირველი სერია დასრულებულია, თუმცა, უცნობია, მოასწრებს თუ არა აშშ აგვისტოს ბოლომდე ყველა სამუშაოს დასრულებას.