დემოგრაფიული კრიზისის დაჩქარების გამო, იაპონიის მოსახლეობა 800 000-ით შემცირდა

დემოგრაფიული კრიზისის დაჩქარების გამო, გასულ წელს იაპონიის მოსახლეობა 800 000-ით შემცირდა.

იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, იაპონიის მთლიანი მოსახლეობა 125,4 მილიონს შეადგენდა, მათ შორის არის როგორც იაპონელი, ასევე უცხოელი მაცხოვრებლები. უცხოელი რეზიდენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, თითქმის 289 500-ით (10%-ზე მეტით) გაიზარდა.

სამინისტროს განცხადებით, 2009 წლის პიკის შემდეგ მე-14 წელიწადს, იაპონიაში მცხოვრებთა რაოდენობა 800,523-ით შემცირდა.

ამასთან, 2022 წელს, იაპონიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს (1.56 მილიონს) მიაღწია. ქვეყანაში შობადობის სტატისტიკა ნახევრად შემცირდა და მხოლოდ 771,801 ბავშვი დაიბადა.

იაპონიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბადებულთა რაოდენობას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აჭარბებს, რაც მზარდ პრობლემას უქმნის მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ლიდერებს. იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის რიცხვი, ხოლო სამუშაო ძალა მცირდება.

იაპონიის მოსახლეობა სტაბილურად კლებულობს 1980-იანი წლების ეკონომიკური ბუმის შემდეგ. 1.3 ბევრად დაბალია შობადობის 2.1 მაჩვენებელზე, რომელიც, მიგრაციის არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა მოსახლეობის სტაბილური სტატისტიკის შესანარჩუნებლად.

ქვეყანაში ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება; მთავრობის მონაცემებით, 2020 წელს, იაპონიაში ყოველი 1500 ადამიანიდან ერთ-ერთი 100 წელზე უფროსი ასაკის იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები