აშშ-ის დაზვერვა: ჩინეთი რუსეთს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს აწვდის

ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს აწვდის, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მარტის მდგომარეობით, ჩინეთმა რუსეთში 12 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების დრონები და თვითმფრინავების ნაწილები გაგზავნა.

„საბაჟო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის კომპანიები სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თავდაცვის კომპანიებს უგზავნიან სანავიგაციო აღჭურვილობას, სარადარო ტექნოლოგიებს, ჩამხშობ მოწყობილობებს და გამანადგურებლების რეაქტიულ ნაწილებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩინეთი რუსეთისთვის „კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები