ამირან სალუქვაძე: საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს – ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება
პრემიერ-მინისტრი საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, – ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება. ჩვენ გვაქვს ჩინეთთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა. მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ იქნება საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები და ვიზიტი ვფიქრობ, რომ საკმაოდ შედეგიანი იქნება კონკრეტული შეთანხმებებით“, – განაცხადა სალუქვაძემ „იმედთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. აუდიენციები დაგეგმილია პეკინსა და ჩენგტუში. ამასთან, მთავრობის მეთაური FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.