გია ცაგარეიშვილი: ვფიქრობ, რომ ბატონი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი ძალიან კარგი, ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრემიერის ჩინეთში ვიზიტი ძალიან კარგი, ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი, ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება ბატონი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში. საგარეო ვაჭრობის მოცულობა წლიდან წლამდე საქართველოსა და ჩინეთს შორის იზრდება და ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. აუდიენციები დაგეგმილია პეკინსა და ჩენგტუში. ამასთან, მთავრობის მეთაური FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები