რუსებმა ხერსონის რაიონის ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონის რაიონში, ტიახინკას თემის სოფელი ოდრადოკამიანკა დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება.

„ტიახინკას თემის ოდრადოკამიანკას დაბომბვის შედეგად მამაკაცი დაშავდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა გასული დღის განმავლობაში, ხერსონის რაიონში ნაღმსატყორცნებიდან, საარტილერიოდან, გრადის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სადგურებიდან, თვითმფრინავებიდან და დრონებიდან 243 ჭურვი გაისროლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები