ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთში პრემიერის ვიზიტზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტიდან საქართველო ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს

“ახლა ჩვენი პრემიერმინისტრი იმყოფება პეკინში. რა თქმა უნდა, საქართველომ ეს თავისი მიმზიდველობა და გეოსტრატეგიული მდგომარეობა უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად იმისთვის, რომ ის გახდეს დიდი, თუ პატარა მოთამაშისთვის მიმზიდველი ქვეყანა, რომელსაც საქართველოსთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობების დამყარება უნდა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტიდან საქართველო ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს.

„ეს [რომ ღარიბაშვილის ვიზიტს წამყვანი ჩინური მედიასაშუალებები აშუქებენ], რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. საქართველოს როლი და ფუნქცია იზრდება მსოფლიო ასპარეზზე და იზრდება სწორედ იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აჩვენა თავის პარტნიორებს, რომ ეს არის პასუხისმგებლობიანი ქვეყანა და ეს არის ქვეყანა, რომელიც რა თქმა უნდა მომართულია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, თუმცა, ასევე ეს არის ქვეყანა, რომელიც ასრულებს იმ პასუხისმგებლობებს და იმ საკონტრაქტო ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა პარტნიორთან აქვს აღებული. ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა, არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში, ვგულისხმობ ჩვენს უშუალო მეზობლებს – სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და ევროპულ ქვეყნებს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაზრდილია და სწორედ ეს განაპირობებს იმ მაღალი დონის შეხვედრებს, ინტერესს საქართველოს მიმართ, რომელიც დღეს გვაქვს და შემთხვევითი არ არის, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენთან იმყოფებოდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, ახლა ჩვენი პრემიერ-მინისტრი იმყოფება პეკინში. რა თქმა უნდა საქართველომ ეს თავისი მიმზიდველობა და გეოსტრატეგიული მდგომარეობა უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად იმისთვის, რომ ის გახდეს დიდი, თუ პატარა მოთამაშისთვის მიმზიდველი ქვეყანა, რომელსაც საქართველოსთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობების დამყარება უნდა. ამით რა თქმა უნდა ჩვენი ფასი გაიზრდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რადგან საქართველოს შეუძლია ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ შემატოს ევროკავშირსაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტიდან საქართველო ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს“ , – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები