ირაკლი ზარქუა: ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში შეხვედრებს გამართავს, რაც სავაჭრო ურთიერთობებს ხელს შეუწყობს

“ჩინეთში საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობების მეტად გაღრმავებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო დერეფნის უპირატესობა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

„ჩინეთში საქართველოს პრემიერმინისტრის დახვედრის ცერემონიალი უნდა აღინიშნოს, სადაც, ფაქტობრივად, აღლუმი იყო. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მიუთითებს, რომ ჩინეთი, ისევე – როგორც მთელი მსოფლიო, აღიარებს საქართველოს, როგორც ლიდერს რეგიონში და გატარებულ რეფორმებს თუ ქვეყნის ავტორიტეტს. რაც შეეხება ვიზიტს, ეს გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობების მეტ გაღრმავებას. საქართველო „ერთიანი სარტყელის“ მნიშვნელოვანი მონაწილეა და სატრანსპორტო დერეფნის უპირატესობა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში შეხვედრებს გამართავს, რაც სავაჭრო ურთიერთობებს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები