სირიაში ტყის ხანძარს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ლატაკიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის დამკვირვებლის თქმით, ხანძრის ქრობის დროს რეჟიმის ჯარისკაცი დაიღუპა.
ადგილობრივ მედიას ერთმა მცხოვრებმა უთხრა, რომ ტყის მასივებში, სადაც ხანძარია, ასწლეულის ხეებია.
რამდენიმე სოფელში პირუტყვი და ქონება განადგურდა.
ტყის ხანძრის გაჩენას უძღოდა დასავლეთ სირიაში ტემპერატურის მკვეთრ მატება და ძლიერი ქარი.