„მოვუწოდებ, რომ წავიდეს პარტიდან თუ აღარ შესტკივა გული“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას

“ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ რომ წავიდეს თუ აღარ შესტკივა გული. თავისი ოჯახი ააშენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს. სხვისი ლანძღვით კი არა, თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა, იმითი, რომ უკეთესი იყოს.

სანამ 2021 წლის ამბებზე დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი, მაშინ რატომ არ ილაპარაკა ამის თაობაზე თუ ასეთი სიმართლის მთქმელი იყო. რატომ ჩაიგუბა პირში წყალი მაშინ?! მე ეს არ ვიცოდი. მე ნიკას ვეკითხები, ახლა გაიგე ნიკა ეგ ამბავი?“, – აცხადებს გია ბარამიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები