ევროკავშირი საბერძნეთში, სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით, ტყის ხანძრებთან საბრძოლველად კიდევ ორ სახანძრო თვითმფრინავს გაგზავნის.
ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.
„საბერძნეთში ტყის ძლიერი ხანძრების გაკონტროლება ჯერ ვერ ხერხდება. უკვე გაწეულ მხარდაჭერას დავამატებთ კიდევ ორ სახანძრო თვითმფრინავს საფრანგეთიდან. ეს არის საუკეთესო ევროპული სოლიდარობა!”, – დაწერა მან “ტვიტერზე”.
მანამდე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ 10 ქვეყანა: ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, საფრანგეთი, იტალია, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სერბეთი და საფრანგეთი- მონაწილეობს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში საბერძნეთში ტყის ხანძრებზე რეაგირებისთვის.
ჯამურად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 490-ზე მეტი მეხანძრე და 7 თვითმფრინავი გაიგზავნა.