Bloomberg: უკრაინამ კონტრშეტევა სამხრეთითაც დაიწყო

უკრაინამ სამხრეთში შეტევითი ოპერაციები გააძლიერა, ხოლო კონტრშეტევა, ზოგადად, უფრო ინტენსიური გახდა.

ამის შესახებ Bloomberg-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში წინსვლა ფრონტზე დანაღმული ტერიტორიების, სატანკო ბარიერებისა და რუსული სამხედროების მიერ დაგებული სხვა თავდაცვითი საშუალებების გამო, ნელი იყო

მანამდე, The New York Times-ი პენტაგონში ორ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინა ზაპოროჟიეს რეგიონში, ორეხოვოს სამხრეთით თავდაცვითი ხაზების გარღვევას ცდილობს.

კონტრშეტევის ახალი ეტაპის დაწყება ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტმაც (ISW) დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები