ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონში სოფელი კოვშაროვკა დაბომბეს, რასაც ერთი ქალის სიცოცხლე შეეწირა.

ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„დარტყმა ხუთსართულიან კორპუსთან დაფიქსირდა. სახლი დაზიანდა, ერთ-ერთ ბინაში კედელი ჩამოინგრა. ასევე, დაზიანდა მეზობელი ცხრასართულიანი შენობაც. სამწუხაროდ, 74 წლის ქალი გარდაიცვალა“, – წერს ის ტელეგრამში.

მისი ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.

სინეგუბოვმა ასევე განაცხადა, რომ S-300 რაკეტა  კუპიანსკის რაიონის სოფელ ბოლშოი ბურლუკში არასაცხოვრებელი შენობაში მოხვდა. შენობა დაზიანდა და მასში ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები