“ოსი ხალხის გენოციდის საქმე 300 ტომს მოიცავს, გამოცხადებულია სააკაშვილის და სხვა პირთა ძებნა” – ე.წ. გენპროკურორი

“სამხრეთ ოსეთი საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას აგრძელებს”, – განაცხადა ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა, გრიგორი სობაევმა.

ამის შესახებ მან დეფაქტო პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან შეხვედრაზე თქვა.

სობაევის თქმით, „საქმეში ფიგურირებენ მიხეილ სააკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდნენ“.

მისივე თქმით, ყველა პირი ძებნილთა სიაშია შეყვანილი, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

„გამოძიება 2008 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს და 300-ზე მეტ ტომს მოიცავს. მოქალაქეები მუდმივად მოგვმართავენ, ამ დრომდე ვლინდება სამარხები. ადგილზე ჯგუფები გადიან და ატარებენ ექსპერტიზას აღმოჩენილი ნაშთების იდენტიფიცირებისთვის. დაშავებული მოქალაქეები, გარკვეული მოწმობების აღების აუცილებლობის გამო, მიმართავენ გამომძიებლებს, ჩნდებიან ახალი დაზარალებულები, დგინდება ახალი გარემოებები, გრძელდება მოქალაქეების მიერ მიღებული ზარალის შეფასება“, – განმარტა სობაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები