“არ გვეგონა, რომ ასე მალე მოხდება” – გლობალური დათბობის შემდეგ, მეცნიერები გლობალურ სიცივეს პროგნოზირებენ

გლობალური დათბობა მსოფლიოს ახალ გლობალურ გაგრილებამდე მიიყვანს. ოკეანეს შეჩერებული დინებები ევროპას საყინულედ გადააქცევს და საუკუნის ბოლოსთვის ახალ გამყინვარების პერიოდს გამოიწვევს.

ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ოკეანის დინების სისტემა, რომელიც არეგულირებს კლიმატს პლანეტის მთელ ნაწილში, შესაძლოა, მოსალოდნელზე ადრე ჩამოიშალოს. უკანასკნელად, როდესაც ოკეანის დინების მძლავრი მიმოქცევა მნიშვნელოვნად შენელდა, ევროპა ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ღრმა სიცივით იყო შებოჭილი. ეს მოხდა, დაახლოებით, 12 800 წლის წინ.

როგორც მასალაშია ნათქვამი, დანიელმა მკვლევრებმა წამოაყენეს იდეა, რომ დინების მკვეთრი შესუსტება ან თუნდაც მათი გაჩერება შესაძლოა, საუკუნის ბოლოს მოხდეს.

”ჩვენთვისაც კი მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ პოტენციური კატასტროფა ასე მალე, შეიძლება მოხდეს”, – თქვა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტატისტიკის პროფესორმა, სუზანა დიტლევსენმა.

მეცნიერები ამბობენ, რომ როგორც კი გლობალური დათბობა გარკვეულ წერტილს გადააჭარბებს, არქტიკაში მუდმივი ყინვის მკვეთრი დნობა, ამაზონის ტროპიკული ტყის გაქრობა, გრენლანდიისა და დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის ფარის განადგურება და სხვა კატასტროფული მოვლენები სწრაფად დაიწყება.

შედეგად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდი ნაწილი შესაძლოა, ცივი გახდეს, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის სანაპიროებზე შესაძლოა, ზღვის დონის უფრო სწრაფი აწევა მოხდეს, ხოლო ჩრდილოეთ ევროპა შესაძლოა, თოვლის ქარიშხლის წინაშე აღმოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები