რუსეთმა ჰააგის მოსამართლე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე, ტომოკო აკნე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა, ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის შსს-ს საძიებო ბაზაში გამოჩნდა.

17 მარტს ICC-მა პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გამოსცა. მას ბრალად ედებათ ომის დანაშაულებში მონაწილეობა, რაც გულისხმობს მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების უკანონო დეპორტაციას.

იმავე თვეში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აკანესა და ორი სხვა მოსამართლის პროკურორის ქარიმ ახმად ხანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ხანი რუსეთში ძებნილთა სიაში 19 მაისს შეიყვანეს.

21 მაისს საგამოძიებო კომიტეტმა მოსამართლე, როსარიო სალვატორ აიტალას ძებნა გამოაცხადა, თუმცა, მისი სახელი შსს-ს მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები