“ირლანდია რუსეთს პუტინის გარდაცვალებას არ მიუსამძიმრებს” – ქვეყნის პრემიერმინისტრი
ირლანდიის პრემიერმინისტრმა, ლეო ვარადკარმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მისმა ქვეყანამ რუსეთს სამძიმარი გამოუცხადოს, როდესაც მისი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გარდაიცვლება.
ამის შესახებ მან 1945 წლის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, როდესაც მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეიმონდ დე ვალერამ სამძიმარი გამოუცხადა გერმანიას, ადოლფ ჰიტლერის გარდაცვალების გამო, – წერს Independent-ი.
ჟურნალისტების კითხვაზე, გამოუცხადებს თუ არა ირლანდია მსგავს სამძიმარს რუსეთს, პუტინის გარდაცვალების შემთხვევაში, ვარადკარმა უპასუხა: „არა, ასე არ ვფიქრობ“.
პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ირლანდიის დელეგაცია არც პუტინის დაკრძალვას დაესწრება.
„ვერ წარმომიდგენია, რომ დაკრძალვას დავესწროთ“, – დასძინა ირლანდიის პრემიერმა, რომელსაც რუსეთში შესვლა აქვს აკრძალული.