კიმ ჩენ ინმა შოიგუს ჩრდილოეთ კორეის დრონები აჩვენა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ახალი დრონები წარუდგინა, რომლებიც ვიზუალური მახასიათებლებით ამერიკულ RQ-4 Global Hawk-ს და MQ-ს 9 Reaper-ს ჰგავს.

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

შოიგუ დელეგაციასთან ერთად ფხენიანში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზეზი თითქოს კორეის ომის დასრულებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობაა.

შოიგუმ და კიმ ჩენ ინმა ასევე დაათვალიერეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, ტანკები, ჯავშანტექნიკა.

უცხოური მედია წერს, რომ შოიგუს ვიზიტი შესაძლოა, განიხილებოდეს მოსკოვსა და ფხენიანს შორის უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო თანამშრომლობად, რასაც მხარეები კატეგორიულად უარყოფდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები