ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
„დიდი მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი საყვარელი შინეიდის გარდაცვალებას. მისი ოჯახი და მეგობრები განადგურებულნი ვართ“, – ნათქვამია ო’კონორის ოჯახის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში ო’კონორის 17 წლის შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომღერალი შვილის გარდაცვალებაში თავს იდანაშაულებდა.
შინეიდ ო’კონორი ცნობილი გახდა 1980-იან წლებში ალბომით The Lion and the Cobra. მან წარმატება მოიპოვა Prince-ის სიმღერის „Nothing Compares 2 U“ ქავერ-ვერსიით.