უკრაინის საჰაერო ძალებში ორი რუსული საკრუიზო რაკეტის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ შავი ზღვიდან გასროლილი ორი რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოგდებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მტერმა შავი ზღვიდან კალიბრის საკრუიზო რაკეტებით შეტევა განახორციელა. რაკეტები, სავარაუდოდ, რუსული წყალქვეშა ნავიდან იყო გაშვებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, რაკეტების გაშვება ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე განხორციელდა.

მათივე ცნობით, რაკეტები ცენტრალურ უკრაინაში, ვინიცას რაიონში ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები