ევროკავშირი მზად არის, უკრაინის სასოფლო საქონლის ექსპორტი „სოლიდარობის გზებით“ განახორციელოს
ევროკავშირი მზად არის, უკრაინის სოფლის მეურნეობის საქონლის ექსპორტი „სოლიდარობის გზებით“ განახორციელოს.
ამის შესახებ სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, იანუშ ვოიცეხოვსკიმ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლამდე, რითაც რუსეთმა „მარცვლეულის დერეფანი“ გადაკეტა, უკრაინული ექსპორტის 60% „სოლიდარობის გზებზე“ მოდიოდა, ხოლო 40% – შავი ზღვით გადიოდა.
“ჩვენ მზად ვართ, თითქმის ყველაფრის ექსპორტი მოვახდინოთ. ეს დაახლოებით 4 მლნ. ტონაა თვეში და გასული წლის ნოემბერში ამ მოცულობას ჩვენ უკვე მივაღწიეთ. ექსპორტი ბარჟებით, რკინიგზით, საავტომობილო და შიდა სანაოსნო გზებით განხორციელდება”, – განაცხადა ვოიცეხოვსკიმ.