აზერბაიჯანში დღეს ორმა სამხედრომ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა
აზერბაიჯანში ორმა სამხედრომ თავი მოიკლა.
თავდაპირველად, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქოს სამხედრო პროკურატურამ მიიღო ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურის, ჯარისკაცის ილკინ ალეკპეროვის თვითმკვლელობის შესახებ.
აღიძრა საქმე აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი.
კერძოდ, გუბადლის სამხედრო პროკურატურამ მიიღო ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურემ, ჯარისკაცმა ტელმან ეიუბოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავი მოიკლა.
ფაქტზე გუბადლის სამხედრო პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).
ამ დროისთვის დაიკითხნენ მოწმეები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და ჩატარდა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.