ფილიპინებზე ტაიფუნ “დოქსურის” ორი ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინების ჩრდილოეთ პროვინციებს და კუნძულებს ტაიფუნი “დოქსური” დაატყდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან ერთი მოზარდია.

Sky News იტყობინება, რომ ძლიერმა ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა, ხეები მოგლიჯა და სოფლები დატბორა.

“დოქსური” ფუგას კუნძულს გამთენიისას დაატყდა, შემდგომ გადაინაცვლა კაგაიანის პროვინციაში მდებარე სხვა კუნძულზე, სადაც სოფლებიდან და სკოლებიდან, დაახლოებით, 16 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, რომ “დოქსურმა” უნდა გაიაროს ტაივანის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ამ კვირის ბოლოს, შემდეგ კი, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთს დაატყდება თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები