“რუსეთში სტრატეგიული ავიაციის პრობლემები იქმნება, არ აქვთ საკმარისი კომპონენტები” – უკრაინის გენშტაბი

რუსეთში სტრატეგიულ ბომბდამშენებთან დაკავშირებული პრობლემები მწვავდება, რომლებსაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისთვის იყენებს. მათ უბრალოდ არ აქვთ საკმარისი ნაწილები.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა.

„საერთაშორისო სანქციების გამო, რუს ოკუპანტებს იარაღთან დაკავშირებით რეალური პრობლემები აქვთ, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

კოვალევი ამბობს, რომ ხანსკის საავიაციო ბაზაზე  რუსებმა ტუ-22 M3 და ტუ-95 MR თვითმფრინავების პილოტების მომზადება დაიწყეს.

მისი განმარტებით, მომზადება 6 თვეს გაგრძელდება, რადგან შექმნილია საფრენოსნო რეგულაციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა, უპირველეს ყოვლისა, ტუ-22 M3-ისთვის.

მათ უმეტესობას აქვს ბორტ სისტემები, რომლებმაც საკუთარი რესურსი უკვე ამოწურეს.

„რუსები ახალ კომპონენტებს საზღვარგარეთ ვერ ყიდულობენ, თავად კი დიდი ხანია, აღარ აწარმოებენ ასეთ კომპონენტებს, ამიტომ, ასეთი თვითმფრინავების უსაფრთხოდ მართვა შეუძლებელია“, – შეაჯამა სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები