ნიდერლანდებთან გემს, რომელსაც 3000 მანქანა გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა – არის მსხვერპლი

ჩრდილოეთის ზღვაში, ჰოლანდიის კუნძულ ამელანდიდან 30 კილომეტრში სატვირთო გემი იწვის, რომელსაც 3000 მანქანა გადაჰქონდა.

ამის შესახებ NOS-ი ნიდერლანდების სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით იტყობინება.

ხომალდი Fremantle Highway გერმანიის ბრემერჰავენიდან ეგვიპტის პორტ-საიდში მიემართებოდა.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლის თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი 25 ელექტრომობილიდან ერთ-ერთში გაჩნდა, ხანძარი სწრაფად გავრცელდა.

ბორტზე 23 ადამიანი იმყოფებოდა.

ხანძრის სიძლიერის გამო, შვიდი მგზავრი  წყალში გადახტა და მათი გადარჩენა მოხერხდა, ხოლო ბორტზე დარჩენილების ევაკუაცია თვითმფრინავით მოხდა.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის და 16 დაშავებულის შესახებ.

სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ ეკიპაჟის წევრები ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა, ცეცხლი ისე სწრაფად ვრცელდებოდა, რომ გამკლავება შეუძლებელი გახდა.

ხანძარი ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ თუ გემი ჩაიძირა, ზღვაში ბევრი რამე მოხვდება, რაც ეკოლოგიაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები