Turkish Airlines-ის ბორტზე მგზავრმა თავი მოიკლა
თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ბორტზე, რომელიც რეისს სტამბოლიდან მარაქეშში ასრულებდა, ტრაგიკული ინციდენტი მოხდა.
ბორტზე ერთ-ერთმა მგზავრმა თავი მოიკლა, რის გამოც ეკიპაჟი ალჟირის დედაქალაქში ავარიულად დაეშვა.
მგზავრის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის თვითმფრინავის საპირფარეშოდან დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა.
ეკიპაჟმა ტუალეტის კარი ძალით გააღო. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.