“მარცვლეულის შეთანხმების” ჩაშლის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების გადაჯგუფება მიმდინარეობს, რაც შეიძლება, მიუთითებდეს შავ ზღვაში ძალადობის რისკის ზრდაზე.
ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ მოხსენებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, კორვეტი „სერგეი კოტოვი“ შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში განლაგდა და ბოსფორის სრუტესა და ოდესას შორის საზღვაო მარშრუტს პატრულირებს.
როგორც დაზვერვაში მიაჩნიათ, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს კორვეტი იყოს კომერციული გემების დაჭერის სამუშაო ჯგუფის ნაწილი, რომლებიც, რუსეთის თქმით, უკრაინისკენ მიემართებიან.
როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შავ ზღვაში საომარი მოქმედებების დაწყებას აკავებდა.
თუმცა, ახლა “ამ რეგიონში ძალადობის ინტენსივობისა და მასშტაბის გაზრდის პოტენციალი არსებობს”.
25 ივლისს ბრიტანულ დაზვერვაში აღნიშნეს, რომ 18 ივლისიდან რუსეთმა უკრაინის სამხრეთსა და ოდესის პორტებზე სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა გაზარდა, რადგან აღარ არის შეკრული “მარცვლეულის შეთანხმებით”.