“კორეის ომში ჩრდილოეთ კორეის გამარჯვება შეერთებული შტატებისთვის სირცხვილია” – კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ 1950-1953 წლების კორეის ომი მიმდინარეობდა ქვეყნის პატივისთვის, სუვერენიტეტისთვის, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

მისი თქმით, 70 წლის წინ მასში ჩრდილოეთ კორეის გამარჯვება ამერიკელი იმპერიალისტებისთვის წარუშლელი სირცხვილი გახდა და სამშობლოს თავდაცვის ნამდვილი მაგალითი.

ამის შესახებ მან 25 ივლისს ომში დაღუპულ ვეტერანთა და ჩინელი მოხალისეთა სასაფლაოების მონახულების დროს თქვა. ჩრდილოეთ კორეაში ომში ზავს, რომელიც 1953 წლის 27 ივლისს დაიდო, გამარჯვების დღედ აღნიშნავენ.

კიმ ჩენ ინმა ორივე სასაფლაო გვირგვინებით შეამკო და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის ხალხებს შორის სოლიდარობის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა. მან აღნიშნა, რომ კორეის მცველებმა სამშობლოს ღირსება და სუვერენიტეტი საიმედოდ დაიცვეს, რეგიონში “ანტიიმპერიალისტური ბრძოლის ფორპოსტი”.

„ამხანაგმა კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ 27 ივლისის სასწაული  წარმოადგენს დიდ გამარჯვებას კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მარადიული სირცხვილი და მარცხი მოუტანა აშშ-ის იმპერიალისტებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აგრესიას და აღკვეთეს ახალი მსოფლიო ომი”, – ნათქვამია სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მან დასძინა, რომ ამ ომში “ფასდაუდებელი” გამარჯვება და “ურყევი დაპირისპირება ამერიკელ იმპერიალისტებთან”, რომელიც გრძელდება 70 წლის განმავლობაში, წარმოაჩენს სამშობლოსა და მსოფლიოს დაცვის ნამდვილ მაგალითს და რომ ჩრდილოეთ კორეის დაპყრობა შეუძლებელია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, “სასტიკი” სამამულო განმათავისუფლებელი ომი დაიწყო ქვეყნის პატივის, სუვერენიტეტის, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ჩრდილოეთ კორეა გამოვიდა “მშვიდობისმოყვარე ძალების და პროგრესული კაცობრიობის” სახელით, იმპერიალისტების წინააღმდეგ, რომლებსაც სურდათ სხვებზე გაბატონება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები