სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო პარტნიორობა კიდევ უფრო ღრმავდება

WASHINGTON, DC - JUNE 09: A view of the State Department seal on the podium before Romanian President Klaus Iohannis and U.S. Secretary of State Rex Tillerson appear for a photo opportunity at the State Department, June 9, 2017 in Washington, DC. Iohannis is also scheduled to meet with President Donald Trump on Friday afternoon. (Photo by Drew Angerer/Getty Images)

უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომში, ირანი რუსეთის მთავარ სამხედრო მხარდამჭერად რჩება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო პარტნიორობა მხოლოდ ღრმავდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ირანი რჩება რუსეთის მთავარ სამხედრო მხარდამჭერად“, – აღნიშნა მან აშშ-ის დაზვერვის ცნობების შესახებ კომენტირებისას, რომლის თანახმად რუსეთი ირანის დახმარებით თვითმფრინავების მწარმოებელ ობიექტს აშენებს.

მისი თქმით, რუსეთმა ირანისგან ასობით ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასთან დაკავშირებული აღჭურვილობა მიიღო.

„რუსეთსა და ირანს შორის ეს სამხედრო პარტნიორობა გაღრმავდება“, – განაცხადა პატელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები