ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული – რუსებმა ავდიივკაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი ბარაბაში „ტელეგრამზე“ იუწყება.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ავდიივკაზე ოთხი რაკეტა გაისროლეს, რომელთაგან ორი მოხვდა ავდიივკასა და კოკას ქიმიურ ქარხანას, ხოლო დანარჩენი ორი ქალაქის ძველ ნაწილს.
„დღეს, გარდა იმ ქალისა, რომელიც დილით დაშავდა, ჩისტიაკოვას ქუჩაზე, საკუთარ ეზოში დაბომბვის შედეგად 1954 წელს დაბადებული მამაკაცი დაიღუპა“, – განაცხადა ბარაბაშმა.