აშშ-მა უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღურებულების სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოუყო.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას Patriot და NASAMS სისტემებისთვის და HIMARS სისტემებისთვის, Stinger-ის საზენიტო სისტემებს, Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, Stryker 32 ჯავშანტრანსპორტიორს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ასევე 120 მმ და 60 მმ ნაღმმტყორცნებს.

გარდა ამისა, ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს TOW რაკეტებს, Hornet დრონებს, Hydra-70 საავიაციო რაკეტებს და „ტაქტიკურ აეროსანავიგაციო სისტემებს“ და 28 მილიონ ვაზნას ცეცხლსასროლი იარაღისთვის.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 43,7 მილიარდ დოლარს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები