კრემლის განცხადებით, პუტინი ჩინეთს ოქტომბერში ეწვევა
კრემლის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს ჩინეთს ოქტომბერში ეწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ოქტომბერში, პეკინში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმს, „სარტყელი და გზის ფორუმს“ უმასპინძლებს. ჩინეთის ლიდერმა პუტინი ღონისძიებაზე ჯერ კიდევ მაშინ მიიწვია, როდესაც ის მიმდინარე წლის დასაწყისში მოსკოვს ესტუმრა.
აღნიშნული ფორუმი არის ჩინეთის პასუხი დავოსზე ან G20-ზე და შექმნილია ევრაზიის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გასაზრდელად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პუტინი, პეკინში, 2017 და 2019 წლებში გამართულ „სარტყელი და გზის ფორუმს“ ესწრებოდა, სადაც ის სიტყვითაც გამოვიდა.