კიევის ოფიციალური პირების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა სამხრეთ ფრონტის გასწვრივ წარმატებას მიაღწიეს
კიევის სამხედრო ოფიციალური პირებისა და ბრძოლის ველზე არსებული ცნობების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა სამხრეთ ფრონტის გასწვრივ წარმატებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
უკრაინის სამხედრო გენერალური შტაბის სპიკერის, ანდრიი კოვალოვის განცხადებით, კიევის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს სტარომაიორსკეს მიმართულებით, ბერდიანსკის ფრონტზე და ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით.
მისი თქმით, უკრაინული ძალები ამაგრებენ დაკავებულ პოზიციებს, თუმცა, მანვე დასძინა, რომ რუსული ჯარები მათ ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ.